Monday, March 23, 2015
გაკვეთილის მთავარი თემა
|
სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრება
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი/VIკლასი
|
საგანი/პედაგოგი
|
მათემატიკა მაია გლურჯიძე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტიურობა
|
წილადების შეკრების მოქმედების შესწავლა.წილადის ძირითადი თვისებების გამოყენება შეკრების ოპერაციის ჩატარებისას.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მათემატიკაში VI.1.,VI.2.მოსწავლეთა მიერ წილადების შეკრების მოქმედების შესწავლა და მოქმედებათა შედეგის შეფასების უნარის გამომუშავება. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე: -იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადების შეკრების მოქმედების შესრულებისას
-ასრულებს სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრების ოპერაციას შემდეგ შემთხვევებში:ა)წილადების უმცირესი საერთო მნიშვნელის საპოვნელად საჭიროა მათი მარტივ მამრავლებად დაშლა;ბ)წილადების მნიშვნელებიდან ერთ-ერთი მათი საერთო ჯერადია;გ)წილადების მნიშვნელები ურთიერთმარტივი რიცხვებია დ)შერეული რიცხვების შეკრება-აფასებს მოქმედებათა შედეგებს.
|
წინასწარი ცოდნა
|
ნატურალური რიცხვების გამყოფი და ჯერადი; წილადების ჩაწერის ფორმები; წილადების საერთო მნიშვნელამდე მიყვანა; წილადის ძირითადი თვისება; შეკრების გადანაცვლებადობისა და ჯუფთებადობის თვისებები.
|
შეფასების საგანი და კრიტერიუმები
|
მოსწავბლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი ჯგუფური და ინდივიდუალური შეფასების სქემის მიხედვით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
1) გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი. მათემატიკა. VI კლასის სახელმძღვანელო;
2) საწერი საშუალებები, დაფა, ცარცი,პლაკატები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
1. მისალმება, მოსწავლეტა ორგანიზება.
2. საშინაო დავალების შემოწმება.
3. გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა.
აქტივობა 1. გაკვეთილის მთავარი თემის (სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრება)დასახელება. აქტივობა 2.სამოტივაციო ამოცანის ჩამოყალიბება. აქტივობა 3. აუცილებელი წინა ცოდნის შემოწმება
4.გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება. აქტივობა 4. მოდელების საფუძველზე ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების წესის ჩამოყალიბება.აქტივობა 5. სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრების წესის ჩამოყალიბება. აქტივობა 6.წილადების შეკრების მაგალითების დეტალურად განხილვა,როცა: ა)მნიშვნელები სხვადასხვაა; ბ)შესაკრებთა რაოდენობა 2-ზე მეტია; გ)წილადების შეკრებისას შეკრების თვისებების გამოყენებაა საჭირო; დ)შერეული რიცხვების შეკრებისას მოსახერხებელია მათი არაწესიერი წილადების სახით წარმოდგენა.
5.გაკვეთილის cფაზა-რეფლექსია.
აქტიურობა7.გაკვეთილის შეჯამება.საკონტროლო კითხვები:
-როგორ შევკრიბოთ ტოლმნიშვნელიანი წილადები?
-როგორ შევკრიბოთ სხვადასხვამნიშვნელიანი წილადები?
-ჩამოაყალიბეთ შეკრების გადანაცვლებადობისა და ჯგუფდებადობის თვისებები;
-რა შემთხვევები შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრებისას?
6.მოსწავლეთა შეფასება
7.მოსწავლეებისათვის საშინაო დავალების მიცემა და პირობების გაცნობა:მოსწავლეებმა სახლში უნდა ამოხსნან სახელმძღვანელოში მოცემული
NN4,7,10.13,14 ამოცანები (გვ.129-130)
|
2. როექტის მთავარი იდეა [თემა ] 1-2 წინადადებით: მოსწავლე ახალგაზრდებში
წიგნის სიყვარულის დანერგვა
3. პროექტის აქტუალობა: ბავშვებმა შეიყვარონ წიგნები
4. პროექტის მიზნები:მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა
პროექტის განხორციელებაში
5. მონაწილეთა ასაკი:16-17 წელი
7. მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები ,რაც შეიძლება
შეიქმნას;სასკოლო ბიბლიოთეკის შევსება წიგნებით
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:ქაღალდი, ფანქარი ,ბავშვები, ციფრული
9. პროექტის მსვლელობა {ძირითადი აქტივობები]:ჯგუფის
შექმნა, დავალებების გადანაწილება,ინტერაქტივის ჩატარება ,პრეზენტაცია.
10.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:გამოუმუშავდებათ
დამოუკიდებელი
მუშაობის
უნარ ჩვევა.
11.
პროექტის ხელმძღვანელი [მასწავლებელი]:მაია გლურჯიძე
12.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:maiaglurdjidze@gmail.com
13.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:maiaglurdjidze.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)