Monday, March 23, 2015

გაკვეთილის მთავარი თემა
სხვადასხვა მნიშვნელიანი წილადების შეკრება
სწავლების საფეხური
დაწყებითი/VIკლასი
საგანი/პედაგოგი
მათემატიკა  მაია გლურჯიძე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტიურობა
წილადების შეკრების მოქმედების შესწავლა.წილადის ძირითადი თვისებების გამოყენება შეკრების ოპერაციის ჩატარებისას.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მათემატიკაში VI.1.,VI.2.მოსწავლეთა მიერ წილადების შეკრების მოქმედების შესწავლა და მოქმედებათა შედეგის შეფასების  უნარის გამომუშავება.                                                                     შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:                                         -იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადების შეკრების მოქმედების შესრულებისას                                                       -ასრულებს სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრების ოპერაციას შემდეგ შემთხვევებში:)წილადების უმცირესი საერთო მნიშვნელის საპოვნელად საჭიროა მათი მარტივ მამრავლებად დაშლა;)წილადების მნიშვნელებიდან ერთ-ერთი მათი საერთო ჯერადია;)წილადების მნიშვნელები ურთიერთმარტივი რიცხვებია )შერეული რიცხვების შეკრება-აფასებს მოქმედებათა შედეგებს.                                                     
წინასწარი ცოდნა
ნატურალური რიცხვების გამყოფი და ჯერადი; წილადების ჩაწერის ფორმები; წილადების საერთო მნიშვნელამდე მიყვანა; წილადის ძირითადი თვისება; შეკრების გადანაცვლებადობისა და ჯუფთებადობის თვისებები.
შეფასების საგანი და კრიტერიუმები
მოსწავბლეებს ვაფასებ წინასწარ შედგენილი ჯგუფური და ინდივიდუალური შეფასების სქემის მიხედვით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
1) გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი. მათემატიკა. VI კლასის სახელმძღვანელო;
2) საწერი საშუალებები, დაფა, ცარცი,პლაკატები.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
1. მისალმება, მოსწავლეტა ორგანიზება.
2. საშინაო დავალების შემოწმება.
3. გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა.
აქტივობა 1. გაკვეთილის მთავარი თემის (სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრება)დასახელება. აქტივობა 2.სამოტივაციო ამოცანის ჩამოყალიბება. აქტივობა 3. აუცილებელი წინა ცოდნის შემოწმება 
4.გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება. აქტივობა 4. მოდელების საფუძველზე ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრების წესის ჩამოყალიბება.აქტივობა 5. სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრების წესის ჩამოყალიბება. აქტივობა 6.წილადების შეკრების მაგალითების დეტალურად განხილვა,როცა: )მნიშვნელები სხვადასხვაა; )შესაკრებთა  რაოდენობა 2-ზე მეტია; )წილადების შეკრებისას შეკრების თვისებების გამოყენებაა საჭირო; )შერეული რიცხვების შეკრებისას მოსახერხებელია მათი არაწესიერი წილადების სახით წარმოდგენა.
5.გაკვეთილის cფაზა-რეფლექსია.
აქტიურობა7.გაკვეთილის შეჯამება.საკონტროლო კითხვები:
-როგორ შევკრიბოთ ტოლმნიშვნელიანი წილადები?              
-როგორ შევკრიბოთ სხვადასხვამნიშვნელიანი წილადები?
-ჩამოაყალიბეთ შეკრების გადანაცვლებადობისა და ჯგუფდებადობის თვისებები;
-რა შემთხვევები შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრებისას?
6.მოსწავლეთა შეფასება
7.მოსწავლეებისათვის საშინაო დავალების მიცემა და პირობების გაცნობა:მოსწავლეებმა სახლში უნდა ამოხსნან სახელმძღვანელოში მოცემული NN4,7,10.13,14 ამოცანები (გვ.129-130)


No comments:

Post a Comment